29/01/2022
15:51
კულტურა
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.
თეიმურაზ ლეჟავამ მიმოიხილა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში.
ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.
ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 35 ქართული ფილმი ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით.
0
0