08/10/2021
15:06
მსოფლიო
„პანდამ, სახელად შინ-შინმა, ტყუპები - სიაო სიაო და ლეი ლეი - ჯერ კიდევ 23 ივნისს გააჩინა. მათი სახელების კომბინაცია ნიშნავს - „ნათელი განთიადიდან მომავალში მეგზურობას“,“ - განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა, იურიკო კოიკემ.
ტოკიოს ზოოპარკში პანდების ნახვა საზოგადოებისთვის მომავალი წლის იანვრიდან იქნება შესაძლებელი.
პანდების მშობლები, მდედრი შინ-შინი და მამრი, რი-რი, ჩინეთიდან იაპონიაში 2011 წელს ჩაიყვანეს. მათ 2017 წელს დედალი პანდა, სიან-სიანი, შეეძინათ. მანამდე კი, 2012 წლის ივლისში, მათი ერთი ბელი დაბადებიდან 6 დღის შემდეგ, პნევმონიის გამო დაიღუპა.
უენოს ზოოლოგიურ ბაღებში, რომელიც 1882 წელს გაიხსნა, პანდის პირველი წყვილი ჩინეთიდან 1972 წელს ჩაიყვანეს - ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციის აღსანიშნავად.
წყარო : https://www.japantimes.co.jp/news/2021/10/08/national/xiao-lei-pandas/
0
0