ტოჩინოშინის წარუმატებელი სვლა გრძელდება, ქართველმა მაისის ბაშოზე მესამე შეხვედრა წააგო
16/05/2023
11:01
სპორტი
A-
+A
ტოკიოში მიმდინარე წლის მესამე ბაშოზე წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ქართველმა სუმოისტმა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდის, ტურნირის მესამე დღეს ჰაკუიოძანთან წააგო.
ბრძოლის დაწყებისთანავე უპირატესობა იაპონელმა მეტოქემ მოიპოვა, მას ტოჩინოშინმა ვერაფერი დაუპირისპირა და ბრძოლა ოშიდაშის ილეთით დათმო.
წინა ბაშოზე მიღებული მხრის ტრავმა ლევან გორგაძეს სასურველ დონეზე ასპარეზობის საშუალებას არ აძლევს, მას ტკივილის ფონზე უწევს დოჰიოზე გასვლა.
ამჟამად ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში მეხუთე ნომრადაა განთესილი. სამი დღის შემდეგ მაისის ბაშოზე მისი ბალანსი უარყოფითია – 0:3.
0
0
242
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%