11/06/2024
21:24
კულტურა
მე დღეს თითოეული მუზეუმელის სახელით ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები მადლობას და ჩვენ ყველა, სულმოუთქმელად ველოდებით თუ როდის დაიდებს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ოქროს ფონდში განსაკუთრებულ ადგილს,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქვეყნის არამედ, რეგიონის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის მიზნებისთვის.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მ დიდი ეროვნული საქმისთვის, რომელიც უკავშირდება იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნებას საქართველოში, როდესაც ეს ფაქტი უკვე შედგება და ჩამობრძანდება ეს ხელნაწერი ჩვენთან, ჩვენს სამშობლოში, ის ბინას დაიდებს ოქროს ფონდში, როგორც საქართველოში იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი. ეს ფაქტი გარდა იმისა, რომ ეროვნული საქმეა, არის ისტორიული მნიშვნელობის. ამ ხელნაწერს ჩვენი ქვეყნის, ქრისტიანული ისტორიის და უფრო ფართოდ, რეგიონის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის მიზნებისთვის, ღვთისმეტყველების ისტორიის კვლევისთვის უდიდესი როლი შეუძლია შეასრულოს. ამიტომ, მე დღეს თითოეული მუზეუმელის სახელით ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები მადლობას და ჩვენ ყველა, სულმოუთქმელად ველოდებით თუ როდის დაიდებს ეს ხელნაწერი ოქროს ფონდში განსაკუთრებულ ადგილს“,- აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
0
0