05/10/2022
14:19
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, რომელიც დღეს იუბილარია, დაბადების დღეს ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ულოცავს.
„ძვირფასო რამზან, მეგობარო, კოლეგა, მეომარო, პოლიტიკოსო, ლიდერო.
როგორც არ უნდა დაგიძახონ მეგობრებმა, ქვეშევრდომებმა, გულშემატკივრებმა, მტრებმა და ინტერნეტის მომხმარებლებმა, ამ შენ მრავალფეროვან იმიჯში, ეს არის სწორედაც შენი მთავარი ძალა.
თქვენ არ გეშინიათ ცვლილების, არ გეშინიათ საკუთარი თავის ძებნის იქ, სადაც სხვები არც კი ელიან თქვენს დანახვას. შენ შეგიძლია, თქვა მხოლოდ ერთი სიტყვა იქ, სადაც შეიძლება, გაიგო ათასი სიტყვა. თქვენი იუმორი, თქვენი ირონიული შეხედულება იმაზე, რაც ხდება, გულწრფელად აოცებს და აკვირვებს მათ, ვინც ამ ხარისხში არ გიცნობთ.
მინდა გისურვოთ, რომ არ გაჩერდეთ მიღწეულზე. მჯერა, გავიგებთ კიდევ ბევრს შენს მიღწევებზე. ყოველი მეომარი ერთ დღეს ხდება ბრძენი და ფილოსოფოსი, ლიდერი, რომლის სიტყვებიც ამოტვიფრული იქნება ქვაზე, ეწერება წიგნის გვერდებზე.
ახალი გზები, ახალი მიღწევები, ძვირფასო მეგობარო! იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება“, - წერს კანდელაკი.
0
0