ვერავის შეაშინებენ, პროტესტი გრძელდება, აქციაზე ვიქნები - გიორგი ლიფონავამ იზოლატორი დატოვა
18/11/2024
14:53
სამართალი
A-
+A
ტელეკომპანია "ფორმულას" თანადამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა გაათავისუფლეს. მან პოლიციის მთავარი სამმართველო 2 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დატოვა და განაცხადა, რომ “აქციებს შეუერთდება”:
"განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ რომ დაგიჭირონ, შეშინების მცდელობაა, მაგრამ ვერავის შეაშინებენ. პროტესტი გრძელდება, რა თქმა უნდა აქციაზე ვიქნები" აღნიშნა ლიფონავამ.
ლიფონავა ცესკოს შენობასთან პოლიციამ 16 ნოემბერს დააკავა, როდესაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომის პარალელურად, ცესკოსთან აქცია მიმდინარეობდა.
ლიფონავასთან ერთად კიდევ 2 პირი დააკავეს, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი.
მათგან ერთი თავისუფალია, გომურაშვილი კი ჯერჯერობით არა.
0
0
37
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%