09/04/2024
19:27
ტურიზმი
ბრიტანულმა მედია საშუალებამ Time Out მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების რეიტინგი შეადგინა. სიაში, რომელშიც 16 ასეთი ადგილი მოხვდა, სტეფანწმინდა ტოპ ათეულს ხურავს.
სტატიის ავტორი, ინდია-ჯეინ ტრეინორი წერს:
„სტეფანწმინდა ასევე ცნობილია, როგორც ყაზბეგი. ის კავკასიონის მთებს შორის ხეობაში მდებარეობს. ყაზბეგის მთის ფონზე ბორცვზე მეთოთხმეტე საუკუნის გერგეტის სამების ეკლესია დგას. ეს შორეული და ისტორიული რაიონი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის, რომელზეც გზა მეექვსე საუკუნიდან გადის. სტეფანწმინდა იდეალური ადგილია ყაზბეგის ეროვნული პარკის ჩანჩქერებისა და ცხელი წყაროების შესასწავლად. მეტიც, აქ ფოტოგადაღებისთვის გულის ფორმის ტბაც არის“.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ათეულში ასევე მოხვდა: როტენბურგ ობ დერ ტაუბერი (გერმანია), ვაე რებო (ინდონეზია), სიდი ბუ საიდი (ტუნისი), კარმელი (აშშ), ალბერობელო (იტალია), ესპერანსი (ავსტრალია), ოგმაჩი (იაპონია), გრინდელვალდი (შვეიცარია) და კრალენდიკი (კუნძული ბონეირი)
0
0