28/09/2021
15:14
პოლიტიკა
"📍"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (ე.გიგაური) 28 სექტემბრის შუალედური ანგარიშიდან: "ივნისსა და ივლისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი ახალი წევრის შერჩევის ყველა ეტაპი ისე წარიმართა, რომ მმართველმა პარტიამ უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით თანამდებობებზე მისთვის სასურველი ისეთი კანდიდატურები დაამტკიცა, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდათ"...
❎ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციად წოდებულის მორიგი ტენდენციური უზუსტობა კი არა და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მანიპულაცია. TI Georgia & ISFED წლებია ასეთი არაკეთილსინდისიერებით გამოირჩევიან საარჩევნო პროცესებზეც დაკვირვებისას.
✅ 2018-ში, 'ყალბი პასპორტების დამზადების' ზღაპრის თანაავტორი, ეკა გიგაური ანგარიშში არ წერს, რომ რადგანაც ოპოზიციამ არცერთ რაუნდზე დაუჭირა მხარი გიორგი კალანდარიშვილს, მმართველ პარტიას ახალი თავმჯდომარის უბრალო უმრავლესობით არჩევა მოუხდა. არც ის მნიშვნელოვანი მომენტია აღნიშნული, რომ იმ პერიოდში, კვაზი-ბოიკოტის რეჟიმში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას" მიშელის დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.
❓ საინტერესოა, თავის დროზე, TI Georgia-მ & ISFED-მა რატომ არ დაასახელეს ყველასათვის სანდო საკუთარი კანდიდატურა?..
❎ სააკაშვილის პარტიის მომსახურე ხსენებულ NGO-ს, პარტნიორი ISFED-ის მსგავსად, ამ ანგარიშში სხვა დამახინჯებული ფაქტებიც უწერია, რასაც, იმედია, გაეცემა ცესკოს სიღრმისეული პასუხი. რაც მთავარია, ანგარიშში "სავარაუდო"/"შესაძლოა"-ბრალდებების (ანუ დასაბუთების გარეშე) ჩამონათვალი ასევე მრავლადაა...",- წერს გია აბაშიძე.
0
0