09/07/2022
11:17
მსოფლიო
79 წლის ასაკაში The Sopranos-ის მსახიობი ტონი სირიკო გარდაიცვალა. მსახიობი მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, ბოლო წლებში სირიკოს დემენცია ჰქონდა.
ნიუ-იორკელი სირიკო ახალგაზრდობაში იტალიური კრიმინალური ორგანიზაციის წევრი იყო, ის 28-ჯერ იყო დაპატიმრებული, ერთ-ერთი პატიმრობის დროს ციხეს ყოფილი მსჯავრდებულებით დაკომპლექტებული სამსახიობო დასი ეწვია, წარმოდგენით აღფრთოვანებულმა სირიკომ მსახიობობა გადაწყვიტა.
პირველი როლი ყოფილმა კრიმინალმა 1974 წელს შეასრულა. ათწლეულების განმავლობაში თამაშობდა მცირე როლებს, მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიც არის Goodfellas, Copland, Bullets Over Broadway, Gotti, Dead Presidents. The Sopranos-ში, მთავარი გმირის, ტონი სოპრანოს ხელქვეითის, პოლი უოლნათსის როლმა საყოველთაო პოპულარობა და ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდო მოუტანა.
0
0