ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა
16/11/2024
11:04
მსოფლიო
A-
+A
ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხანძარი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ჯანსის საავადმყოფოში გაჩნდა, კერძოდ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის შედეგადაც 10 ახალშობილი დაიღუპა და 16 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, განყოფილებაში 55 ახალშობილს მკურნალობდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
0
0
27
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%