16/11/2024
13:35
პოლიტიკა
კალანდარიშვილი არის ივანიშვილის ნების გამტარი, ამიტომ არ ჰქონდა მას ლეგიტიმაცია ოპოზიციიდან, როდესაც ის აირჩიეს- ახლა ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად დავახევინებთ უკან ივანიშვილს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.
მისივე თქმით, მათ დაწერეს ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაწერა და არა ის, რაც ხალხმა აირჩია.
“კალანდარიშვილი არის ივანიშვილის ნების გამტარი, ამიტომ არ ჰქონდა მას ლეგიტიმაცია ოპოზიციიდან, როდესაც ის აირჩიეს. მთელი ის გაუარესებული საკანონმდებლო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში ასევე იყო იმისთვის,რომ დღემდე მოსულიყო. მათ დაწერეს ის, რაც ივანიშვილმა დაწერა და არა ის, რაც ხალხმა აირჩია. ხალხს არჩევანის თავისუფლება მოჰპარეს, ხმის ფარულობა დარღვეული იყო.ახლა ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად დავახევინებთ უკან ივანიშვილს, რამდენად შევძლებთ თითოეულ მოქალაქეს დავუბრუნოთ არჩევანის თავისუფლება, დემოკრატია როგორც საშინაო პოლიტიკის განზომილება და ევროპული მომავალი. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, სწორ დროში გაწერილ სხვა მიმართულებასთან ერთად მიჰყვება ის შედეგი, რაც ქვეყნის დემოკრატიულ -ევროპულ გზაზე დაბრუნებას ნიშნავს”, - აღნიშნა აქუბარდიამ.
0
0