22/02/2022
10:26
მსოფლიო
ზელენსკი მასალაში აღწერილია, როგორც კომიკოსი, რომელიც პრეზიდენტი გახდა და არ ელოდა, რომ ასეთი დაძაბული სამუშაო ექნებოდა. უკრაინის პრეზიდენტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველაფერს შოუდ აღიქვამს, საჯარო ჟესტები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური შედეგები, ხოლო ქვეყნის სტრატეგიული მიზნები მოკლევადიან სარგებელს ეწირება. როცა იგი უარყოფით გამოხმაურებას იღებს, მოსმენას წყვეტს და ირგვლივ თაყვანისმცემლებს იკრებს“, - ხაზგასმულია ტექსტში.
მასალის ავტორები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, ზელენსკიმ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პროგრესს ვერ მიაღწია. Transparency International-ის მონაცემებით, უკრაინა რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება. ამასთან, ანტიკორუფციული და ძალოვანი სტრუქტურები ან უმოქმედოა, ან მათ პრეზიდენტის ხალხი ხელმძღვანელობს.
როდესაც 2020 წლის მარტში მისი ადმინისტრაციის უფროსის ძმა სამთავრობო თანამდებობებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ არიგებდა, ზელენსკიმ არაფერი მოიმოქმედა.
ამასწინათ მაღალი რანგის დეპუტატი კამერამ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, პოლიციელისთვის ქრთამის მიცემაში დააფიქსირა. საზოგადოებამ აღშფოთება გამოთქვა, მაგრამ ბატონმა ზელენსკიმ უკმაყოფილოდ ჩაილუღლუღა და გზა გააგრძელა. ახლად დაგებული ლამაზი საპრეზიდენტო გზებიც კი კონფლიქტებით გადაიტვირთა. მათი შესყიდვის პროცესი მაღალი ფასის გამო გაყალბებულად არის მიჩნეული.
0
0