22/12/2023
19:56
სპორტი
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Guardian საკუთარ პორტალზე ტრადიციულ ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც ამჯერად, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების სია არის მოცემული.
სააგენტოს ვებ-გვერდზე კიდევ 10 ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებმაც ადგილები მეთერთმეტიდან-მეორმოცემდე პოზიციამდე გაინაწილეს.
The Guardian-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზე გავიდა და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან ლაუტარო მარტინესი, ბუკაიო საკა, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, რობერტ ლევანდოვსკი და სხვ. მის წინ კი ბერნარდუ სილვა იმყოფება.
„ნეაპოლში დიეგო მარადონას მსგავსად არცერთი მოთამაშე არ მოეწონებათ, მაგრამ თუ ქალაქის ესპანურ კვარტალში გაისეირნებთ, ნახავ კვარაცხელიასადმი მიძღვნილ ქუჩის ხელოვნებას, ვიდრე 2023 წლის იტალიის ჩემპიონის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისადმი.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბათუმის „დინამოში“ უღიმღამო ისტორიით თამაშობდა და „ნაპოლიში“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ გადავიდა. მისმა თავხედურმა შემოქმედებითობამ თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამას კი მსოფლიოში არავინ ელოდა. სერია A-ში მან 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც სერია A-ს ორგანიზატორები აიძულა მისთვის სეზონის MVP-ის ჯილდო მიეცათ,“ - რას წერს Guardian-ი ხვიჩაზე.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს რეიტინგში მე-17 პოზიციაზე გავიდა.
0
0