16/01/2024
08:51
სპორტი
ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.
მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს - არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)
საუკეთეო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო,ბრაზილია)
სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტან ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)
საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ერპსი (ინგლისი)
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისი)
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024