პუტინს სატელეფონო ზარებით ვერ შეაჩერებ - დონალდ ტუსკი
17/11/2024
18:42
მსოფლიო
A-
+A
პუტინს სატელეფონო ზარებით ვერ შეაჩერებ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რამდენიმე დღის წინ ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
„გუშინ ღამით უკრაინაზე განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა თავდასხმამ აჩვენა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ შეცვლის უკრაინის ნამდვილ მხარდაჭერას მთელი დასავლეთის მხრიდან. მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც“, – ამბობს ტუსკი.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმერ პუტინს.
0
0
31
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%