07/12/2021
22:26
მსოფლიო
„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს ვიდეო ზარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, განიხილეს კიბერუსაფრთხოების საკითხი და ერთობლივი მუშაობა რეგიონალურ საკითხებზე, როგორიცაა ირანი“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
0
0