11/03/2024
08:48
ეკონომიკა
2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,3%-ით მეტია. ამის შესახებ კვლევას ISET-ი ავრცელებს.
თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი (+4,5%), ყველი (+3,9%), ფქვილი (+3,5%), რძე (+3,4%) და კვერცხი (+0,9%). გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა. კვლევის თანახმად, როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდას ადგილობრივი რძის წარმოების შემცირება და მისი იმპორტირებულით ჩანაცვლება იწვევს.
კვლევის თანახმად, მიუხედავად წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით ღირებულების ზრდისა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდექსი 1.5%-ით შემცირდა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024