26/09/2023
21:41
კულტურა
კულტურის მინისტრ წულუკიანის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.
"საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.
ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა." ნათქვამია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა კონსერვატორიაში რეფორმის ჩატარება 20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა და თქვა, რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" .
მინისტრის მუქარას მეორე დღესვე უპასუხა კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ - “ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება” - დაწერა მან.
0
0