თბილისში მცხოვრები პენსიონერები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ - კახა კალაძე
11/01/2022
11:33
პოლიტიკა
A-
+A
„მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, არის მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამ პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთან ერთიან ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული, საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.
„ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად ჰქონდეთ ხელშეწყობა. მოქალაქეს, ვაუჩერის მისაღებად, მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე. ვაუჩერები დღეიდან ყველა იმ პენსიონერს დაურიგდება, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0
320
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%