28/10/2022
11:18
სამართალი
აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. აფეთქება სასტუმროს მეორე სართულზე მოხდა.
კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის კლინიკა ღუდუშაურში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას გადის.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა.
ახალგაზრდა კაცმა სასტუმროს ნომერი 27 ოქტომბერს დაიქირავა. მომხდარის შესახებ სასტუმროში მყოფი პირები არ საუბრობენ.
არსებული ცნობით, კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლით (ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით) არის დაწყებული. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
0
0