თბილისს ფიფა-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა
11/11/2024
21:02
სპორტი
A-
+A
13 ნოემბერს, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, შეხვედრას გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
ფიფა-ს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ეწვევიან, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფა-ს თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.
0
0
103
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%