28/02/2024
21:28
ეკონომიკა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს. თეა ზაქარაძე მალაიზიაში იმყოფება, რომელიც საავიაციო სფეროში ერთ-ერთ მასშტაბურ ფორუმს - Routes Asia 2024 მასპინძლობს.
კონფერენციაში მონაწილეობენ უმსხვილესი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს პირველი პირები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
ღონისძიება მოიცავს როგორც თემატურ პანელურ დისკუსიებს, ასევე - აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ლიდერების ორმხრივ შეხვედრებს.
ფორუმის ფარგლებში, ახალი პირდაპირი საჰაერო მიმართულებების განვითარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის რეგიონის ლიდერ და სწრაფად მზარდ ავიაკომპანიებთან, რომელთა შორის არიან - Japan Airlines, China Airlines, Beijing Capital Airlines, Air China და Air Asia Group-ი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს AirAsia-ს, Air Asia India-ს, Philippines Air Asia-ს, Indonesia AirAsia-ს and Thai AirAsia-ს. ასევე, შეხვედრები შედგა Hainan Airlines-ის, Etihad Airways-ის, Thai Lion Air-ის, Tianjin Airlines-ის, Malaysia Airlines Berhard-ის პირველ პირებთან და ბეიჯინგის აეროპორტის წარმომადგენლებთან.
0
0