27/09/2024
11:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან გადაისინჯება ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.
სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად, ვიზუალური გამოსახულების გარეშე ერთვება მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
0
0