თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან დოლიძემ გახარიას პარტიიდან საკრებულო დატოვა
28/12/2021
20:17
პოლიტიკა
A-
+A
როგორც დოლიძემ აღნიშნა თბილისის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიაში საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. მის ადგილს საკრებულოში დავით ფარცვანია დაიკავებს.
„ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე ვიმყოფებოდი, ასე რომ, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება საკრებულოს, მე მივმართე და ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ. ეს არის პირადად ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. გავაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე. დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მუშაობაში“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.
0
0
446
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%