23/02/2022
11:06
საზოგადოება
საკრებულოში გამართულ სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის შემთხვევაში, შესაძლებელია თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა.
რაც მთავარია, თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაიტაროს და მკურნალობის ინდივიდუალური პროცედურები დაგეგმონ.
„სწორი, თანმიმდევრული და სტრატეგიული საინფორმაციო კამპანიით შევძლებთ საბოლოოდ შევამციროთ დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევები“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ ძუძუს კიბოს სკრინიგ-პროგრამის უმთავრეს მიზანზე ისაუბრა.
როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, მედიკამენტების დაფინანსების განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლიდან დაიწყო. თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინებით, მუნიციპალური მხარდაჭერით, პაციენტთა გამოჯანმრთელების კოეფიციენტი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბჭოს წევრები ერთხმად შეთანხმდნენ ღონისძიებების აქტიურ რეჟიმში დაგეგმვისა და კამპანიის დაწყებაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას.
0
0