24/12/2021
09:55
საზოგადოება
მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ საბურთალოს, სამგორის, გლდანისა და ისნის რაიონებს:
საბურთალოს რაიონი: 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, გაგარინისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლისა და ხვიჩიას ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნისა და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ყურაშვილის, შალვა გოგიძის, ფერაძის, ძმები კარბელაშვილების, მაღლაკელიძის, ჩაჩავას, აისის, დიღმის ქედისა და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, ბორის პაიჭაძის, ქერჩისა და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელისა და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშილის, სამრეკლოს, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ახალუბნის, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, კვესეთის, მარტყოფის, საინგილოს, ფშავის, ბზიფის, გალავნის, ოძისისა და შაქრიანის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0