19/04/2024
12:17
ეკონომიკა
პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10 - ში მოხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად აეთეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ.
ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის - მესამედ, მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებშიფრანკფურტში გაიმართა.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100 ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.
0
0