02/07/2023
10:48
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ევრო 2023-დან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა.
„ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ.
საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში. მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს…
ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ“, – წერს 22 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ინარჩუნებს პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს. ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი-ოფში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებს თუ მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის და საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდები მოხვდებიან.
ამის გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, საქართველოს ახალგაზრდული შეკრებაზე რჩება და ვარჯიშს გააგრძელებს. სასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენს გუნდს ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი-ოფში 7 ივლისს, ბუქარესტში მოუწევს თამაში.
0
0