თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
22/03/2022
18:34
სამხედრო
A-
+A
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსანდრე ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ ფონზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს როლის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელობა აღნიშნეს.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმებისა და ფორმატების განხორციელებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ალიანსის წინაშე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებს. ალექსანდრე ვინიკოვი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად 2022 წელს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე როზარია პუგლისი შეცვალა.
0
0
405
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%