12/10/2021
10:46
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება არსებული კიბერსაფრთხეების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და ნატო-ს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იაკ ტარიენმა.
ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ნატო-სა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.
0
0