ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე საჯარო მოწოდების გაჟღერების შესაძლებლობას, ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, თუმცა ამ გეგმაზე უარი თქვა
24/11/2024
13:17
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა ნატო-ში უკრაინის მიწვევის შესახებ საჯარო მოწოდების გაჟღერების შესაძლებლობას, თუმცა უარი თქვა ამ გეგმაზე. სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება განპირობებული იყო მსგავსი მოწოდების „მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების დაბალი ალბათობით“.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს ნაბიჯი იყო ერთ-ერთი, რომელთა გადადგმაც მოქმედ ადმინისტრაციას სურდა უკრაინის მხარდასაჭერად დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ნატო-ში მიწვევის შესახებ მოწოდების ნაცვლად მომზადდება „რამდენიმე ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება“, რათა კიევის მისცენ გარანტიები. კონკრეტულად რა გარანტიებზეა საუბარი, სააგენტო არ აზუსტებს.
0
0
43
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%