თავდაცვის მინისტრი მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის ზრდას გამოეხმაურა
01/10/2022
17:56
სამხედრო
A-
+A
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედროების გეგმიურ სწავლებას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც სამხედროებს პირადად გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ჯარისკაცზე ზრუნვის“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება 2023 წლიდან კიდევ 20%-ით გაეზრდებათ,რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. გაზრდილი ბიუჯეტი, პროპორციულად, თავდაცვის უწყების ყველა მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას მოემსახურება.
0
0
364
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%