04/07/2022
17:10
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ევროპის ისტორია ახლა უკრაინაში იწერება. ამის შესახებ მან შვეიცარიაში ლუგანოვოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაივიწყოს, რუსეთთან ჩვეულებრივი საქმიანობა.
„ევროპული კონტინენტის უსაფრთხოება განუყოფლად დაკავშირებულია უკრაინასთან. თანამედროვე ევროპის ისტორია დღეს უკრაინაში იწერება“,- განაცხადა დენის შმიგალმა.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დიალოგისას მან სამი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელზე კონცენტრირებაც პარტნიორებს სასანქციო წნეხის მიმართულებით შესთავაზა.
კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკაზე, ფინანსებსა და ვაჭრობაზე დარგობრივი სანქციების აუცილებლობაზე; ოლიგარქების, მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელების წინააღმდეგ რეგულარული პირადი სანქციების დაწესებაზე, ასევე იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს შეზღუდვების გვერდის ასავლელად.
„განსაკუთრებით აქტუალურ საკითხად რჩება გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და უკრაინის აღდგენის პროცესისკენ მათი მიმართვა. იმედი გვაქვს პარტნიორების მიერ კანონმდებლობაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების“,- განაცხადა შმიგალმა.
0
0