02/03/2023
13:09
მედიცინა
"ვიავმედის" ექიმმა, თამარ დავარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა, რის მიზეზადაც მისი მისამართით გამოთქმული რეპლიკა დაასახელა. დავარაშვილმა ინციდენტის შესახებ გუშინ მედიის საშუალებით ისაუბრა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის ექთანიც, ქეთი ღვინიანიძე.
"დიახ აღარ ვარ, მიხეილ სააკაშვილის ექთანი კლინიკის ხელმძღვანელობა არ იყო წინააღმდეგი, რომ მემუშავა, ეს ახალი რეგულაციების გამოა, შრომის კოდექსის დარღვევა იყო ჩემი ორგან მუშაობა, მე ვიმყოფები ამბულატორიული დეპარტამენტის უფროს მედდად ვმუშაობ 8 საათი ყოველ დღე და უნდა ვყოფილიყავი ყოველ დღე ბატონ მიხეილთან და ყოველ მეორე დღეს მორიგე. ბატონ მიხეილს ჰყავს ოთხი მორიგე ექთანი", - აცხადებს ღვინიანიძე
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მის შვილს ამ დროისთვის სხვა მკურნალი ექიმი ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინაა ახალი მკურნალი ექიმი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024