თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს
04/10/2021
13:09
პოლიტიკა
A-
+A
„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
ჩარკვიანის თქმით, ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს ეკუთვნის.
ამასთან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მოსახლეობას სააკააშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან გაიმართება.
"არჩევნები მოგებულია იმ გაყალბების ფონზე. ეს არჩევნები საქართველომ მოიგო. სამ საათზე ჩვენ აქედან მსვლელობით წავალთ. სამზე უნდა ვიყოთ ციხესთან, სადაც დამწყვდეულია ის პრეზიდენტი, რომელმაც პრაქტიკულად, ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ამათმა დაანგრიეს", - ამბობს ჩარკვიანი.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
0
0
153309
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%