03/05/2023
13:42
კულტურა
საქართველოში 6-7 მაისს ევროპის დღეები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროპის დღეები საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აღინიშნება. 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ინსტალაცია.
ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ პროგრამა:
6 მაისი – ესპანეთის დღე
17:00-20:00
ესპანური კაფე – ტრადიციული პაეიას მასტერკლასი და დეგუსტაცია;
სანგრიას მასტერკლასი და დეგუსტაცია;
შემეცნებითი ინსტალაციები;
ყვავილების გამოფენა და ფოტო კუთხე;
გიტარაზე დაკვრისა და ცეკვის წარმოდგენა/მასტერკლასი;
ტრადიციული სამოსის გამოფენა;
20:00 -21:00
ანტონიო გადესის კომპანიის წარმოდგენა: ფლამენკოს ქორეოგრაფიული სცენები სპექტაკლებიდან – 2 ნაწილად;
შესვენებისას, სპეციალური სტუმარი ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
7 მაისი – შვედეთის დღე
17:00-20:00
შვედი შეფის და ქართული მასტერშეფის გამარჯვებულის კოლაბორაცია, მასტერკლასი და დეგუსტაცია;
თოჯინების თეატრი სპექტაკლით „ კარლსონი“;
ინტერაქტიული კუთხე „პეპის სახლი“;
შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა;
შვედური კაფეები და შემეცნებითი ინსტალაციები;
19:00-19:30
მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტი;
19:30-20:45
ანსამბლ „რილტონს ვანერის“ კონცერტი.
https://www.gov.ge/news/357370?page&year&fbclid=IwAR15q5uv3mPgLApYFrXtqwOtRoDzfkIXE2DQuoATm3AQtCGaXnkYXelZkmg
0
0