29/10/2021
21:19
სამართალი
“მართალი გითხრათ, არ მისმენია სუს-ის ჩანაწერებისთვის და აუთენტურობას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ის, რაც თქვენ მითხარით, რომ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი და ის, რომ გააყალბებენ, მე მგონი ეჭვი არავის ეპარება ამაში. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც თქვენ ახლა მეუბნებით, რომ მათ განაცხადეს, მე ამას ყოველდღე ვწერ Facebook-ის ჩემ გვერდზე. ის, რომ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ. 24 საათი რომ მაგათ დედის გინება მაქვს, ეგ რატომ არ გაუშვეს?!
დიახ, ისეთი საზიზღარი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ იმ 70 ათას კაცს, რომელიც თავისუფლების მოედანზე იდგა, მოუწევს იმ არჩევანის დასაცავად გამოსვლა. ამაზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი ერთადერთი და მეტი არაფერზე”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო წერედიანი “ტვ პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, მას დაურეკა გამომძიებელმა და გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა უარი თქვა. წერედიანი აცხადებს, რომ დათანხმდა გამოკითხვას მაგისტრ მოსამართლესთან.
შეგახსენებთ, სუს-ში განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. მათი თქმით, იგეგმებოდა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში გზების ბლოკირება. გაავრცელეს ჩანაწერებიც, სადაც ბესო წერედიანი ფიგურირებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024