30/01/2023
18:00
მედიცინა
ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესზე დაიკითხა. მისი თქმით, სააკაშვილი წონაში ინტენსიურად იკლებს და შესაძლებელია, განვითარდეს მალაბსორბცია და კახექსია.
„პაციენტი მთელი რიგი ამბების გათვალისწინებით არის მძიმე. ტერმინ „მძიმეში“ ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი მხოლოდ, რომ შესაძლებელია, იმის გამო, რომ პაციენტის წონის კლება მიდის ინტენსიურად, ადგილი აქვს ფაღარათს, გულისრევასა და მთელ რიგ კლინიკურ სიმპტომებს, შესაძლებელია, განვითარდეს მალაბსორბცია და კახექსია...
ნამდვილად, ჩვენ დღეს საქმე გვაქვს კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან. როცა ის მოხვდა ციხეში, მისი წონა იყო 115 კგ, დღეს პაციენტის წონა არის 69 კგ, წონის განსხვავება არის 45 კგ. ეს 45 კგ საწყისი წონის 39.3%-ია. რატომ იკლებს პაციენტი წონაში, დღეს უკვე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დადგა ფაქტი, როცა ჩვენ გვაქვს წონის ისეთი ხარისხის კლება, რომელსაც ავტომატურად ეწოდება კახექსია, მძიმე კახექსია“, - განაცხადა ჯავაშვილმა.
გარდა ამისა, მან სააკაშვილის კვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა არ ჭამს თუ ვერ ჭამს.
„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პაციენტი ვერ იკვებება, მას მთელი რიგი გარემოებები უშლის ამაში ხელს. სუიციდის გამო საჭმლის არმიღება გამორიცხულია“, - დასძინა ჯავაშვილმა.
0
0