16/11/2021
18:13
პოლიტიკა
„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა პრესრელიზი მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით, რომელზეც მან გადაწყვეტილება მიიღო 10 ნოემბერს. ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო მთელი ამ დღეების განმავლობაში ამბობდა და განმარტავდა. კერძოდ, პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება იგივე, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული, რომ მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ამისგან განსხვავებით ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, თავად მომჩივანს მოუწოდოს დაჟინებით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა; ხოლო რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ორი კვირის ვადაში, 24 ნოემბრამდე, უნდა მივაწოდოთ ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, ის, რაც მხარეებისთვის იყო ცნობილი და წერილობით გვეცნობა, ახლა უკვე ნებისმიერი მესამე პირისათვის არის ხელმისაწვდომი, განთავსებულია ვეროპული სასამართლოს ვებგვერდზე და ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს, თუ რაიმე სივრცე იყო დატოვებული ამ საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისთვის“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
0
0