25/06/2023
09:11
სპორტი
ბელგიასთან ევრო 2023-ზე ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 0:2-ზე გატანილი გოლით გუნდს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა.
„მოედანზე შესვლისას უფრო დიდი მოტივაცია გვქონდა. სტადიონზე ამდენი ხალხი მოვიდა და სირცხვილი იყო, თამაში ასე (პირველი ტაიმის შედეგით) დამთავრებულიყო. მოედანზე ყველაფერი დავდეთ მატჩის შემოსატრიალებლად. მესამე შეხვედრაზე ფიქრს კი ხვალიდან დავიწყებთ“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პოზნანის „ლეხში“ უთამაშებელი იყო. ამის მიუხედავად, 22 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა – პორტუგალიასთან ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, ბელგიასთან ანგარიშზე გოლი ჩაიწერა.
ამასთან, გუშინდელ მატჩზე, “დინამო არენაზე”, ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში, მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა, დაახლოებისთ 42 ათასი დაფიქსირდა.
0
0