19/11/2024
09:14
სამართალი
სპეცრაზმისა და აღჭურვილობის ის რაოდენობაა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სჭირდება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა.
მემანიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები გზას ხელოვნურად კეტავდნენ და კანონს არღვევდნენ, რის გამოც აქციის დაშლა გახდა საჭირო.
"სპეცრაზმისა და აღჭურვილობის ის რაოდენობაა, რაც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ამ ეტაპზე. ეს იყო კანონდარღვევა, რაც აქ ხდებოდა და მაგაზე შესაბამისი განმარტება მივეცით, გზას ხელოვნურად კეტავდნენ, როცა არ იყვნენ ამისთვის საკმარისი რაოდენობის", - განმარტა გოგა მემანიშვილმა.
თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის, სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე. ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია - სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.
0
0