19/11/2024
12:13
პოლიტიკა
გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან? შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ შედეგები ისე, როგორც გამოცხადდა მოცემული არასამართლიანი ჩარჩოს პირობებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე მტკიცედ ვურჩიე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს, ჩაატარონ ხმის პარალელური დათვლა შეძლებისდაგვარად. ვადევნებდი თვალს შედეგების ოფიციალურ დადასტურებას. ჩემი შეკითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან? შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ შედეგები ისე, როგორც გამოცხადდა მოცემული არასამართლიანი ჩარჩოს პირობებში? თუ იყო ასევე, ასე ვთქვათ, აქტიური მანიპულაცია დათვლის პროცესში?“, – განაცხადა გალერმა.
ცნობისთვის- ორგანიზაცია ISFED-მა არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს
0
0