სპეციალური პროკურორი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იუსტიციის სამინისტროსთან, თუ როგორ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპის სისხლის სამართლებრივი დევნა
07/11/2024
00:02
მსოფლიო
A-
+A
სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, თუ როგორ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპის სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც მოსალოდნელია, მსგავსი მოლაპარაკებები, შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
იუსტიციის დეპარტამენტში განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს, თუ როგორ დაასრულონ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმე. ესენია 2020 წლის არჩევნებში ტრამპის სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმეები.
შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდნეტად მოსვლის შემთხვევაში ის გაათავისუფლებდა პროკურორ სმიტს და დაასრულებდა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს.
0
0
100
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%