24/05/2023
14:08
სპორტი
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს კონფლიქტი აქვთ, რის გამოც სპალეტის გუნდის დატოვება სურს.
ლაურიენტისი, როგორც ჩანს, დროს უქმად არ კარგავს და „ნაპოლის“ ახალი თავკაცის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი შერჩეული ჰყავს.
ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლოა, მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს, სპალეტის ადგილზე კი იტალიური მედია რამდენიმე მწვრთნელს განიხილავს.
იულიან ნაგელსმანი
მსგავსი მიზეზების გამო, დე ლაურენტისი ასევე დაინტერესდა „ბაიერნიდან“ გათავისუფლებული 35 წლის იულიან ნაგელსმანით, რომელმაც გერმანული კლუბის ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა, თუმცა ამბიციური, ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც იცის, თუ როგორ მოარგოს თავისი ტაქტიკები ისეთ კლუბს, როგორიც „ნაპოლია“.
ლუის ენრიკე
ესპანეთის ნაკრების თავკაცი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, თანამდებობიდან გათავისუფლებას მასაც უწინასწარმეტყველებენ. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები კატალონიის „ბარსელონაში“ ჰქონდა, სადაც მან „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება მოახერხა.
რაფაელ ბენიტესი
63 წლის მწვრთნელი, რომელიც თავის დროზე ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიც „ვალენსია“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და მადრიდის „რეალი“ არიან. იგი „ვალენსიას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ითვლება, რადგან გუნდს სამ წელიწადში ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ, უეფას თავი კი ერთხელ მოაგებინა. გარდა ამისა, ბენიტესმა „ლივერპულით“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ესპანელი მწვრთნელი დე ლაურიენტისის რადარებზეა, არის ის, რომ 2013-2015 წლებში იგი „ნაპოლის“ თავკაცი იყო და გუნდთან ერთად იტალიის თასიც მოგებაც მოახერხა. ასე რომ, ბენიტესს არამარტო სხვა გუნდების, არამედ „ნაპოლის“ რიგებშიც აქვს ტიტულების მოგების გამოცდილება, რაც იტალიის ჩემპიონის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
0
0