27/02/2024
16:56
კონფლიქტები
სოხუმის ღვინის ქარხანა თვეზე მეტია დაკეტილია. ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამის არხი RESPUBLICA იტყობინება.
ინფორმაციას Apsnypress-თან საუბარში შპს Wines and Waters of Abkhazia-ის მთავარი მეღვინე ვალერი ავიზბა გამოეხმაურა.
„მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკაში შემოტანილ ღვინის მასალებზე 30 პროცენტიანი აქციზის დაწესდება. ეს დიდ ტვირთად აწვება წარმოებას და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი პროდუქციის ღირებულებას. ჩვენმა დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ თუ ფასებს გავზრდით, საქონელს ვერ გაყიდიან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა. წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება დროებითია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მთავრობასთან და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში პრობლემა მოგვარდება და მინისტრთა კაბინეტი გააუქმებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ავიძბამ.
ღვინის ქარხანა არის ღვინის უდიდესი ექსპორტიორი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საწარმოში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.
0
0