05/11/2021
12:56
სამართალი
რობაქიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაინახოს, რამდენი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული.
„ქალბატონ გიულის რა უფლება აქვს, როცა საუბრობს?! მაგალითად, კობა დავითაშვილს მშობლები არ ჰყავდა რომ კლავდნენ?! ცინდელიანს დედ-მამა არ ჰყავდა, საერთოდ საფლავი რომ არ აქვს ადამიანს?! ჩვენ არ მოგვიკლეს თვალწინ შვილები?! ყოველ შაბათ-კვირას დასაფლავებაზე დავდიოდით. იმდენი ქართული სისხლი დაღვარა მაგ კაცმა, ეგ არ არის სიცოცხლის ღირსი, ღმერთი ალბათ გადაუხდის სამაგიეროს. არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მოკლას. მე რომ მკითხოთ, მიშა ციხეში კი არა საგიჟეთში უნდა იყოს. სამი „პაკრიშკის“ მოპარვაზე შეკრებითობით იჭერდა ხალხს ციხეში, სად იყვნენ მაშინ გვარამია, მიშას დედა?! ხალხო, გამოდით, ჩამოვიდეს ცინდელიანის დედა. ამის ორგანიზება შეგვიძლია, გავაკეთოთ. ჩამოდით მშობლები და დავანახოთ, რამდენი ვართ. იმაზე ათჯერ მეტნი ვართ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე მიდის ხალხი. ათასობით ადამიანია, ვინც ციხეში არის გაუბედურებული. გაგვცეს დედამისმა პასუხი. ჩამოვიდეს მიშას დედა და გაუსწოროს ამ ხალხს თვალი. რა დღეში იყო ირინა ენუქიძე?! 90 წერილი აქვს ჩემს ოჯახს გაგზავნილი მიშას ოჯახზე, ცოლი დედა არ იყო?! თვითონ მამა არ იყო?! არც ერთი პასუხი არ არის მოსული.
მინდა მიშასთან შეხვედრა, ვეუბნები ამ მთავრობას, როგორც ერთ დაზარალებულს. მე არ შემახვედრებთ? იას შეახვედრეთ, გამცემლიძის დედას შეახვედრეთ, ვაზაგაშვილის დედაა შეახვედრეთ. მორგებში შვილებს არ გვანახებდნენ, ღორებივით დაჩეხილები ჩამოგვიყვანეს იქიდან. რა წამალი უნდა?! 200 კილო ჩამოვიდა, გამოვა 120 კილო. მე უნდა ვნახო სააკაშვილი და გამოვიტან ნაღდ ამბავს იქიდან, ჭამს, არ ჭამს, სვამს, თუ რა დღეშია. ზუსტად ვიცი, რომ 31 დღე ადამიანი რომ შიმშილობს, ფანჯარაზე ვერ ავა და ხელს ვერავის დაუქნევს. რისი მოშიმშილეა ეგ?! მესამე პირი რომ ჰქონდეს, ყველგან ჩაიყრის საჭმელს. ერთი „ნაციონალი“ გამომყვეს, თუ ჰგონიათ, რომ ტყუილს გამოვიტან. პირველი ვიქნები, რომელიც არ მოვაწერ ხელს მიშას სიკვდილზე, რადგან ვიცი, რა არის სიკვდილი და სისხლი. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024