23/09/2022
11:34
სამართალი
სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ. საუბარია ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ სამ ავტომობილზე.
20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ასევე დაყადაღებულია გოგაშვილების უძრავი ქონებებიც, მათ შორის საცხოვრებელი სახლი.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინებაში მითითება არ არის და ამიტომ საპროცესო მოქმედებები უკანონოდ ხორციელდება. მისი განმარტებით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები კითხვის ნიშნებს აჩენს, ვინაიდან 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ, შესწავლის თანახმად, გოგაშვილების ქონებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებები ვერ აღმოაჩინა.
ადვოკატ რამაზ ჩინძალაძის განმარტებით, ქონების დაყადაღებისა და ამოღების პრუცედურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება. სუს-ის თანამშრომლების განმარტებით კი, მათ მიერ ჩატარებული მოქმედებები სამართლებრივ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
0
0