03/02/2022
11:56
მსოფლიო
პირველი რეისები შესრულდა. ერევნიდან ფრენა სტამბოლის მიმართულებით ავიაკომპანია FlyOne-ის ლაინერმა შეასრულა. მოგვიანებით, სტამბოლიდან ერევანში Pegasus-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები 2020 წლის დასაწყისში შეჩერდა, მას შემდეგ, რაც თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Atlasglobal რომელიც კვირაში რამდენიმე რეისს ახორციელებდა სომხეთის მიმართულებით, გაკოტრდა.
ამასთან, ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან დაკეტილია. ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობა არაერთი კონფლიქტით არის გაფუჭებული. თურქეთი უარს ამბობს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურების გენოციდად აღიარებაზე.
გარდა ამისა, ანკარა მხარს უჭერს ბაქოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტში.
თუმცა, ბოლო პერიოდში ერევანს და ანკარას არაერთი მცდელობა ჰქონდათ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ემბარგოს გაუქმება მთელ რიგ თურქულ საქონელზე.
0
0