02/04/2024
11:27
კონფლიქტები
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო მონაკვეთებში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის მიმართულებაზე გაუხსნეს ცეცხლი.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეველის რაიონის სოფელ არაზდეიენისა და გარაკილსეს რაიონის სოფელ საიბალის დასახლებების პოზიციებიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის სოფელ ჰეიდერაბადისა და შაჰბუზის რაიონის სოფელ ბიჩენეკის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი.
ბაქოს ბრალდებებს ერევანი უარყოფს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პირველ აპრილს, 22:00 საათზე სოფელ კუტის (გეღარქუნის რაიონი) და 2 აპრილს, 00:40 საათზე სოფელ თეღის (სიუნიკის რაიონი) მიდამოში ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს.
0
0