28/11/2024
13:59
პოლიტიკა
გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%.
„რაც შეეხება დამატებით რეგიონულ განვითარებას. სოფლების გაზიფიცირება - თქვენ იცით, რამხელა პროგრესი გვქონდა ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში. გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული. სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, უკვე მომავალ წელს 93%-ს მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%. პრაქტიკულად ჩვენ მივწვდებით უკვე ყველა იმ სოფელს, სადაც რეალურია გაზიფიკაციის ამუშავების წარმართვა.
ინტერნეტიზაციის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 000 კილომეტრი ახალი ქსელი უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში.
წყალმომარაგებაზე წვდომა გადააჭარბებს 80%-ს. დასრულდება უკვე მომავალ წელს ქალაქების წყალმომარაგების პროგრამა და ამის შემდეგ ეს პროგრამა გაგრძელდება უკვე ურბანულ დასახლებებში. დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0